მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა
მადლობას გამოვხატავთ თქვენი დაინტერესებისთვის ჩვენი კომპანიის მიმართ და გარწმუნებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას. ჩვენი მხრიდან დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ყველა მოქმედი კანონი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) მოთხოვნები.
შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია ახორციელებს თქვენი მონაცემების დამუშავების კონტროლს ვებ-გვერდზე www.diabetes.ge (შემდგომში: “ვებ–გვერდი“) (შემდგომში – “ვებ-გვერდი“). კონტროლის განმახორციელებელი პირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გრაფაში ანაბეჭდი. მონაცემთა დაცვის ოპერატორთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: A. Menarini Research & Business Service GmbH, Datenschutzbeauftragter, Glienicker Weg 125, 12489 ან შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: dpo.georgia@berlin-chemie.com
ჩვენ მკაცრად ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო და იდენტიფიცირებას დაქვემდებარებული ნებისმიერი მონაცემი, როგორიცაა სახელი, მისამართი და ელ-ფოსტის მისამართი. როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვამუშავებთ მონაცემთა დაცვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
თქვენი მონაცემები ინახება ჩვენი ვებ-გვერდის ფუნქციონირებისთვის და დაკავშირებული სერვისების გასაწევად საჭირო დროის ან მონაცემთა დაცვისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გათვალისწინებულია მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი შემოსვლის დროს, ასევე ამ მონაცემებით გამოყენების პირობები.
მოცემული ონლაინ-სერვისი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ვებ-გვერდის გამოყენება საინფორმაციო მიზნით
მონაცემები, რომლებიც მუშავდება ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლისას
თუ ამ ვებ-გვერდით სარგებლობთ მხოლოდ საინფორმაციო მიზნით, ანუ არ რეგისტრირდებით და არ გვაწოდებთ ინფორმაციას, ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ პირად მონაცემებს, რომლებსაც თქვენი ბრაუზერი გადასცემს ჩვენს სერვერს. ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერების შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს, რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით საჭიროა ჩვენი ვებ-გვერდის ვიზუალური გამოსახულებისთვის, ასევე ვებ-გვერდის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (სამართლებრივი საფუძველი: GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “f“)
- IP მისამართი
- ვებ-გვერდზე შესვლის თარიღი და დრო
- განსხვავება სასაათო სარტყელებს შორის გრინვიჩის მერიდიანის (GMT) მიხედვით
- მოთხოვნის შინაარსი (კონკრეტული საიტი)
- წვდომის სტატუსი/HTTP სტატუსის კოდი
- თითოეულ შემთხვევაში გადაცემულ მონაცემთა მოცულობა
- ვებ-გვერდი, რომლიდანაც გაიგზავნა მოთხოვნა
- ბრაუზერი
- საოპერაციო სისტემა და მისი ინტერფეისი
- ენა და ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მანამ, სანამ ეს აუცილებელია იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი შეგროვდა.
შეტყობინებები cookie-ფაილების გამოყენების შესახებ
cookie-ფაილების გამოყენება
ჩვენ მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ cookie-ფაილების პარამეტრებში ჩვენი ვებ-გვერდის ქვედა კოლონტიტულში. იქვე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ cookie-ფაილების პარამეტრები.
გამოვყოფთ cookie-ფაილების ორ ძირითად კატეგორიას: (1) ძირითადი, რომლებიც აუცილებელია ვებ-გვერდის დასათვალიერებლად და მისი ფუნქციების გამოსაყენებლად, და (2) დამატებითი cookie-ფაილები (მაგალითად, ანალიტიკური cookie-ფაილები, მიზნობრივი cookie-ფაილები, ფუნქციური cookie-ფაილები), რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, ვებ-გვერდის ანალიზისთვის, ვებ-გვერდის პერსონალიზაციისთვის და მარკეტინგული მიზნებისთვის. სავალდებულო cookie-ფაილები საჭიროა ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირებისთვის. cookies არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ავტომატურად იქმნება თქვენი ბრაუზერის მიერ და ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ინახება თქვენსავე მოწყობილობაში (მაგალითად, ლეპტოპში, პლანშეტში და სმარტფონში). cookie-ფაილებში ინახება კონკრეტულად გამოყენებულ მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან შესაძლებელია თქვენი ღიად იდენტიფიცირება. cookie-ფაილები გამოიყენება იმისათვის, რომ თქვენთვის ჩვენი სერვისების გამოყენება უფრო სასიამოვნო გახდეს. ჩვენ ვიყენებთ cookie სესიებს, მაგალითად, იმის ამოსაცნობად, რომ უკვე ეწვიეთ ჩვენი ვებ-გვერდის ცალკეულ გვერდებს. ეს cookie-ფაილები ავტომატურად იშლება ჩვენი ვებ-გვერდიდან გასვლის შემდეგ.
გამოყენების გამარტივებისთვის ჩვენ ასევე ვიყენებთ დროებით cookie-ფაილებს, რომლებიც თქვენს მოწყობილობაში ინახება გარკვეული დროის განმავლობაში. თუ ხელახლა შედიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე ჩვენი სერვისებით სარგებლობისთვის, დაუყოვნებლივ ამოიცნობა, რომ უკვე იყავით ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ჩანაწერები შეიტანეთ და რომელი პარამეტრები აირჩიეთ, ამიტომ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა საჭირო არ იქნება.
ვებ-გვერდის ფუნქციონირებისთვის მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე სავალდებულო cookie-ფაილების გამოყენებაზე უარის თქმა არ შეიძლება. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვხელმძღვანელობთ GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის “f“ პარაგრაფით. ჩვენს კანონიერ ინტერესებს წარმოადგენს: თქვენთვის ჩვენი ვებ-გვერდის ჩვენება და მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, თქვენი თანხმობით (GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის “a“ პარაგრაფი) ჩვენ ვიყენებთ მესამე პირთა cookie-ფაილებს ჩვენი საიტით სარგებლობის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიზისთვის, ჩვენი სერვისების ოპტიმიზაციის და კონკრეტულად თქვენთვის განკუთვნილი ინფორმაციის ასახვის მიზნით. ამ cookie-ფაილების საშუალებით შეგვიძლია ამოვიცნოთ მომხმარებლები, რომლებიც ერთხელ ვიზიტის შემდეგ განმეორებით შემოდიან ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს cookie-ფაილები ავტომატურად იშლება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა მომავალში ზიანის მიყენებისა და რაიმე გავლენის გარეშე. ამისათვის, შეცვალეთ თქვენი cookie-პარამეტრები.
უმეტეს შემთხვევაში ბრაუზერები ავტომატურად იღებენ cookie-ფაილებს. თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ პირობა, რომ cookie-ფაილები არ ინახებოდეს თქვენს მოწყობილობაში, ან მიიღოთ შეტყობინება ყოველი ახალი cookie-ფაილის დაყენების შესახებ. თუმცა, თუ თქვენი მოწყობილობა არ მიიღებს cookie-ფაილებს, ჩვენი ვებ-გვერდის ყველა ფუნქციის სრულყოფილად გამოყენება შეუძლებელი იქნება.
დაკავშირება
მონაცემთა დამუშავება დაკავშირების პროცესში
თუ გვიკავშირდებით ელ-ფოსტის (georgia@berlin-chemie.com or dpo.georgia@berlin-chemie.com), ტელეფონის ან საფოსტო გზავნილის საშუალებით, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, შესაძლოა, სახელი და ტელეფონის ნომერი ან/და მისამართი).
თქვენგან მიღებულ ინფორმაციას ვინახავთ თქვენთან კომუნიკაციის მიზნით (სამართლებრივი საფუძველი: GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “f“).
თუ თქვენი მხრიდან მითითებული ინფორმაცია ეხება ჩვენი სამკურნალო საშუალებების ან სამედიცინო ნაკეთობების შესაძლო გვერდით მოქმედებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ კანონის ფარგლებში დავამუშაოთ და შევინახოთ ეს ინფორმაცია (სამართლებრივი საფუძველი: GDPR-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის პარაგრაფი “i“).
ამ კონტექსტში მიღებული მონაცემები იშლება მას შემდეგ, რაც მათი შენახვის აუცილებლობა აღარ არის, კანონით დადგენილი შენახვის ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში კი ვზღუდავთ მათ დამუშავებას.
სოციალური ქსელები
სოციალური ქსელების შემდეგი გვერდები ერთობლივად იმართება ჩვენსა და შესაბამისი ქსელის ოპერატორების მიერ:
Facebook: Meta Platforms Technologies Ireland Limited, Merrion Road Dublin 4, D04 X2K5 Ireland (“Facebook”)
Instagram: Meta Platforms Technologies Ireland Limited, Merrion Road Dublin 4, D04 X2K5 Ireland („Instagram“)
YouTube: Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, D04 E5W5 Ireland (“YouTube”)
შეთანხმებები ერთობლივი კონტროლის შესახებ
ჩვენ გაფორმებული გვაქვს შეთანხმებები ერთობლივი პასუხისმგებლობის შესახებ ქსელურ ოპერატორებთან. ამ შეთანხმებებით, გარდა სხვა საკითხებისა, რეგულირდება სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების გამოყენების პირობები. შემდეგი შეთანხმებები სავალდებულოა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.:
Facebook: [დანართი Page Insights ფუნქციის ოპერირების შესახებ]
Instagram: Instagram-ზე ვრცელდება Instagram-ის [გამოყენების პირობები ], და, ვინაიდან ის ეკუთვნის Meta-ს, ასევე Meta-ს ზემოთ აღწერილი პოლიტიკები და შეთანხმებები.
YouTube: [კონფიდენციალურობის პოლიტიკა] და [მომსახურების გაწევის პირობები]
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
სოციალურ ქსელებში ჩვენს გვერდებზე შესვლისას ჩვენ და ქსელის ოპერატორები ვახორციელებთ გვერდების ვიზიტორთა პერსონალური მონაცემების შემდეგი სახით დამუშავებას:
Facebook: Facebook-ში ჩვენი გვერდის ფუნქციონირებისთვის ვიყენებთ ფუნქციას Facebook Insights, Facebook-ში ჩვენი გვერდის მომხმარებლების სტატისტიკური შეფასების მიზნით. Meta წარმოადგენს ინფორმაციას Facebook Insights ფუნქციების და Facebook გვერდების შესახებ [კონფიდენციალურობის პოლიტიკაში] და [აქ]. Meta-ს მიერ cookie-ფაილების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მის პოლიტიკაში cookie-ფაილების გამოყენების შესახებ.
Instagram: Instagram-ში ჩვენი პოსტების მუშაობის შეფასების მიზნით ვიყენებთ Instagram Insights ფუნქციას, რომლის საშუალებით ვიღებთ სტატისტიკურ მონაცემებს ჩვენი აუდიტორიის შესახებ. Instagram Insights ფუნქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Instagram-ში [კონფიდენციალურობის პოლიტიკა].
YouTube: ჩვენი YouTube ექაუნთის მუშაობასთან დაკავშირებით ვიყენებთ YouTube-ის ანალიზის ფუნქციებს. ანალიზის ფუნქციის საშუალებით შეგვიძლია განვახორციელოთ გამოყენების ანალიზი და სტატისტიკური შეფასება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ Google-ში [კონფიდენციალურობის პოლიტიკა].
მონაცემთა დამუშავების მიზნები
ამ ინფორმაციის დამუშავება ემსახურება შემდეგ მიზნებს:
რეკლამის გაუმჯობესება: ქსელების ოპერატორებს შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი ქსელების საშუალებით გავრცელებული სარეკლამო სისტემის ოპტიმიზაცია.
სტატისტიკა და ბაზრის ანალიზი: ჩვენი მარკეტინგული საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით შეგვიძლია მივიღოთ ანონიმური სტატისტიკა სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების მომხმარებლების შესახებ.
დემოგრაფიული და გეოგრაფიული შეფასებები: ანონიმური ფორმით შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე, შექმნილია და ჩვენთვის ხელმისაწვდომია დემოგრაფიული და გეოგრაფიული შეფასებები. ამ ინფორმაციის გამოყენება შეგვიძლია, მაგალითად, რეკლამის ჩვენებისთვის ინტერესების მიხედვით მიზნობრივი ჯგუფებისთვის.
კომუნიკაცია და ურთიერთობა: სოციალურ ქსელებში გვერდებს ვიყენებთ ჩვენს დამკვეთებთან, დაინტერესებულ პირებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის, ასევე მათთვის ჩვენი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.
სამართლებრივი საფუძველი
სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების გამოყენებას ვახორციელებთ კომპანიისა და პროდუქციის პრეზენტაციის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ჩვენი კანონიერი ინტერესების შესაბამისად (GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “f“).
მონაცემთა გადაცემა
Facebook-ის, Instagram-ის ან YouTube-ის გამოყენებისას თქვენი მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, კერძოდ აშშ-ში. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე.
როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით მონაცემთა სუბიექტის სახით?
როგორც წესი, სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების მიერ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით თქვენი უფლებები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით (დეტალური ინფორმაცია პარაგრაფში “თქვენი უფლებები და საკონტაქტო ინფორმაცია“) შეგიძლიათ დაიცვათ როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ასევე ოპერატორის წინააღმდეგ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უფრო ობიექტურია ამ უფლებების დაცვა ოპერატორის წინაშე. რადგან მხოლოდ სოციალური ქსელის პროვაიდერს აქვს წვდომა მომხმარებელთა მონაცემებზე და შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები და უშუალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორ შეგიძლიათ უარი თქვათ მონაცემთა დამუშავებაზე?
უარყოფის ზუსტი ვარიანტები განსხვავდება პლატფორმის მიხედვით.
მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი:
Facebook და Instagram: [რეკლამის პარამეტრები], [Facebook-ის პარამეტრები ], [მონაცემთა დაცვის მოთხოვნის ფორმა ].YouTube: [პარამეტრები Google-ის თქვენს ექაუნთში]. ასევე, [აქ] შეგიძლიათ შეცვალოთ კონფიდენციალურობის სხვა პარამეტრები
სოციალური ქსელის პლაგინების გამოყენება
თქვენი თანხმობის საფუძველზე ჩვენ ვიყენებთ სოციალური ქსელების შემდეგ პლაგინებს:
- YouTube
პლაგინების საშუალებით ჩვენ გთავაზობთ სოციალურ ქსელებთან და სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ეს გვაძლევს საშუალებას გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზება და უფრო საინტერესო გავხადოთ თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის. პლაგინების გამოყენების სამართლებრივი საფუძველია GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “a“ (თანხმობა).
სოციალური ქსელების პლაგინების გამოყენებისას ჩვენ ვიყენებთ ეგრედ წოდებული ორჯერ დაწკაპუნების პრინციპს: ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას პლაგინები არ არის სრულად ინტეგრირებული ვებ-გვერდში. შესაბამისად, სოციალური ქსელის პროვაიდერთან დაკავშირება შეიძლება მხოლოდ პლაგინის ღილაკზე დაწკაპუნებით. თქვენი მონაცემები დაცულია ფსევდონიმებით და მათი დაკავშირება თქვენს სახელთან შეუძლებელია. დაკავშირების შემდეგ ჩვენ ვერ შევცვლით იმ მონაცემთა ტიპსა და მოცულობას, რომლებსაც აგროვებს და ამუშავებს პროვაიდერი; მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამის პროვაიდერს.
დამატებითი ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების მიზნებისა და მოცულობის, ასევე პლაგინის პროვაიდერის მიერ მათი დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროვაიდერის კონფიდენციალურობის დებულებაში, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ. მასში ასევე, იხილავთ დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი უფლებების შესახებ და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის პარამეტრებს:
- Meta Platforms Technologies Ireland Limited, Merrion Road Dublin 4, D04 X2K5 Ireland („Facebook“); [კონფიდენციალურობის პოლიტიკა[TJ1] ].
- Meta Platforms Technologies Ireland Limited, Merrion Road Dublin 4, D04 X2K5 Ireland („Instagram“); [კონფიდენციალურობის პოლიტიკა[TJ2] ].
- Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, D04 E5W5 Ireland (“YouTube”); [კონფიდენციალურობის პოლიტიკა].[TJ3]
Facebook-ის, Instagram-ის ან YouTube-ის გამოყენებისას თქვენი მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, კერძოდ აშშ-ში. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე. თქვენი თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომავალში ზიანის მიყენებისა და რაიმე გავლენის გარეშე. ამისათვის, შეცვალეთ თქვენი cookie-პარამეტრები ამ ვებ-გვერდის ქვედა კოლონტიტულში.
[TJ1]https://www.meta.com/en-gb/help/quest/articles/accounts/privacy-information-and-settings/meta-privacy-policies/
[TJ2]https://www.meta.com/en-gb/help/quest/articles/accounts/privacy-information-and-settings/meta-privacy-policies/
[TJ3]https://policies.google.com/privacy?hl=en
ვებ-გვერდის ანალიზი Google-ის საშუალებით
ვებ-გვერდის ანალიზი Google-ის საშუალებით
ჩვენს ვებ-გვერდებზე გამოიყენება Google Analytics, ვებ-ანალიტიკის სამსახური, რომელიც მოწოდებულია კომპანია Google Ireland Limited-ის მიერ, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, D04 E5W5 Ireland (კომპანია Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA). Google Analytics გამოიყენება თქვენი თანხმობის საფუძველზე (GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “a“) თქვენი და სხვა მომხმარებლების მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების ანალიზისთვის, ასევე შესაბამისი ანგარიშების შესადგენად. კერძოდ, მუშავდება თქვენი IP-მისამართი და გამოიყენება cookie ფაილები.
ჩვენი დავალებით, Google ატარებს თქვენი მხრიდან ჩვენი ვებ-გვერდის (მაგალითად, URL-მისამართი, ვებ-გვერდები, რომლებზეც შედიხართ, თქვენი ბრაუზერის ტიპი, ენის პარამეტრები, საოპერაციო სისტემა, ეკრანის რეზოლუცია) გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს. ამისთვის ვიყენებთ cookie-ფაილებს, რაც დეტალურად აღწერილია კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრში. ვინაიდან ჩვენს საიტზე გააქტიურებულია IP-მისამართების ანონიმურობის ფუნქცია, კომპანია Google-ის მიერ თქვენი IP-მისამართი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფარგლებში გადაცემული იქნება შემოკლებული სახით. სრული IP-მისამართი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გადაეცემა Google-ის სერვერს აშშ-ში, სადაც ხდება მისი შემოკლება (მონაცემთა შეგროვების მიზნებისა და მოცულობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში[TJ1] ). შემდეგ შესაბამისი შედეგები ანონიმური სახით იქნება ხელმისაწვდომი ჩვენთვის. ამ პროცესში თქვენი მონაცემები გამოყენების ინტენსივობის შესახებ არ იქნება დაკავშირებული თქვენს სრულ IP-მისამართთან.
ზოგადად, GA4 cookie-ფაილები ინახება 2 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან გაგზავნილი და cookie-ფაილებთან დაკავშირებული მონაცემები ავტომატურად იშლება 14 თვის შემდეგ.
Google-ში მონაცემთა გადაცემის პროცესში თქვენი პირადი მონაცემები ასევე გადაცემული იქნება Google-ის სერვერებზე, რომლებიც ასევე, შეიძლება განთავსებული იყოს აშშ-ში. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე.
თქვენი თანხმობა ვებ-ანალიზის გამოყენებაზე შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმერ დროს Google-ის ბრაუზერისთვის წარმოდგენილი პლაგინის[TJ2] ჩამოტვირთვით და დაყენებით, ან cookie-პარამეტრებში თანხმობის გაუქმებით, ამ შემთხვევაში განთავსებული იქნება cookie-ფაილი გამოყენების თანხმობის გაუქმებით. ორივე ვარიანტის საშუალებით შეწყდება ვებ-ანალიზის გამოყენება მხოლოდ თქვენს მიერ იმ ბრაუზერის გამოყენებამდე, რომელშიც დაყენებულია პლაგინი, გამოყენების თანხმობის გაუქმებით cookie-ფაილის წაშლამდე. Google Analytics-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Google Analytics-ის გამოყენების პირობებში, [TJ3]Google Analytics-ის კონფიდენციალურობის შესახებ მონაცემების სახელმძღვანელოში[TJ4] , ასევე Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში[TJ5] .
[TJ1]https://policies.google.com/privacy?hl=en-US
[TJ2]https://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=en)
[TJ3]https://marketingplatform.google.com/about/analytics/terms/us/
[TJ4]Data privacy and security
[TJ5]https://policies.google.com/privacy?hl=en
Google- სიგნალები
Google Analytics-ის ფუნქციას ვიყენებთ Google-სიგნალებით, რომელიც მოწოდებულია კომპანია Google Ireland Limited, Google Building Gordon House, 4 Barrow St, Dublin, D04 E5W5, Ireland. Google-სიგნალები გამოიყენება თქვენი თანხმობის საფუძველზე (GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “a“) ჩვენს ვებ-გვერდთან მომხმარებლების ურთიერთობის შეფასების მიზნით. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვაუმჯობესებთ ჩვენს მომსახურებას და უფრო ეფექტიანად ვათავსებთ რეკლამას.
მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობით ინდივიდუალურ რეკლამაზე თქვენს Google ექაუნთში. Google-სიგნალების საშუალებით ვახორციელებთ თქვენი აქტივობის ანალიზს თქვენს Google ექაუნთთან დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე, რითაც ვუზრუნველყობთ თქვენი ინტერესების კომპლექსურ განხილვას.
შეგროვებული მონაცემები შეიძლება ითვალისწინებდეს: მონაცემებს ვებ-გვერდთან ურთიერთობის შესახებ, მონაცემებს ადგილმდებარეობის შესახებ (თუ ჩართულია); ძიების ისტორიას (თუ ჩართულია); YouTube-ის ისტორიას (თუ ჩართულია).
ეს მონაცემები გამოიყენება: დემოგრაფიული მახასიათებლებისა და მომხმარებელთა ინტერესების (ასაკი, ენა, ლოკაცია, სქესი და ა.შ.) შესახებ ანონიმური და გაერთიანებული ანგარიშების გენერირების მიზნით; სარეკლამო კამპანიებისთვის მიზნობრივი აუდიტორიების შესაქმნელად; ვებ-გვერდის ფუნქციების გასაუმჯობესებლად და თქვენი სამომხმარებლო გამოცდილების ინდივიდუალიზაციისთვის.
შენახვამდე ხდება ყველა შეგროვილი მონაცემის ანონიმიზაცია და შეჯამება. ცალკეული მომხმარებლების მონაცემების შენახვა არ ხდება. ჩვეულებრივ, ასეთი ანონიმური მონაცემები ინახება 26 თვის განმავლობაში. ამ მონაცემების მართვა ან წაშლა შეიძლება უშუალოდ თქვენი Google ექაუნთის პარამეტრებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ვებ-გვერდის პარამეტრებიდან Google-სიგნალების გამოყენების თანხმობის გაუქმება შეუძლებელია, მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ საკუთარი თანხმობა ინდივიდუალურ რეკლამაზე საკუთარი Google ექაუნთიდან. ზოგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები დასამუშავებლად გადაცემული იქნება აშშ-ში მდებარე სერვერებზე. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე.
Google Tag მენეჯერი
Google Tag მენეჯერი ამ ვებ-გვერდზე გამოიყენება Google Tag მენეჯერი. Google Tag მენეჯერი არის Google Inc.-ის გადაწყვეტილება კომპანიებისთვის მათი ვებ-გვერდის ტეგების მართვისთვის ინტერფეისის საშუალებით. Google Tag მენეჯერის ინსტრუმენტი არ იყენებს cookie-ფუნქციას და არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს. ეს ინსტრუმენტი იძლევა საშუალებას დაამატონ სხვა ტეგები, რომლებსაც, თავის მხრივ, შეუძლია მონაცემების შეგროვება. Google Tag მენეჯერს არ აქვს წვდომა ამ მონაცემებთან. დეაქტივაცია დომენის ან cookie ფაილების საშუალებით ძალაში რჩება მიკვლევადობის ყველა ტეგისთვის, რომელიც დაყენებულია Google Tag მენეჯერში.
Google-რეკლამა
თუ და მანამ, სანამ გვაძლევთ თანხმობას, ჩვენ ვიყენებთ Google-რეკლამას და გადასვლების მიკვლევადობას ცალკეული განცხადებების, წინადადებისა და ფუნქციების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით. ამისათვის cookie-ფაილის განთავსება ხდება Google-რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ. ეს cookie-ფაილი არ არის განკუთვნილი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. პირიქით, ის განკუთვნილია იმისათვის, რომ დავადგინოთ, ბრუნდებით თუ არა ვებ-გვერდზე კონკრეტული წინადადებით cookie-ფაილის მოქმედების 30 დღიან ვადაში.
Google-რეკლამის თითოეულ მომხმარებელს ენიჭება საკუთარი cookie-ფაილი. ამიტომ, Google-რეკლამის მომხმარებლებისთვის შეუძლებელია cookie-ფაილების მიკვლევადობის განხორციელება ვებ-გვერდიდან. cookie-ფაილის საშუალებით მიღებული ინფორმაცია განკუთვნილია კონვერსიების სტატისტიკის შესადგენად Google-რეკლამის მომხმარებლებისთვის, რომლებმაც აირჩიეს კონვერსიების მიკვლევადობის ფუნქცია. ჩვენ ვადგენთ მომხმარებელთა საერთო რაოდენობას, რომლებმაც დააკლიკეს რეკლამაზე და გადაყვანილი იქნენ ვებ-გვერდზე კონვერსიის მიკვლევადობის ტეგით.
Google-ის cookie-ფაილის კონვერსიის ხანგრძლივი დროით გამორთვა შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების შეცვლით.
თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “a“ (თანხმობა).
ზოგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები დასამუშავებლად გადაცემული იქნება აშშ-ში მდებარე სერვერებზე. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე.
თქვენი თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომავალში ზიანის მიყენებისა და რაიმე გავლენის გარეშე. ამისათვის, შეცვალეთ თქვენი cookie-პარამეტრები. Google-ში მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააკლიკეთ აქ[TJ1] .
[TJ1]https://policies.google.com/privacy?hl=en
Google Maps-ის გამოყენება
თუ და მანამ, სანამ გვაძლევთ თანხმობას, ჩვენ ვიყენებთ Google Maps-ის მიერ ამ ვებ-გვერდზე შეთავაზებულ სერვისებს. ეს გვაძლევს საშუალებას უშუალოდ ვებ-გვერდზე ავსახოთ ინტერაქტიული რუკები და შესაძლებელს ხდის რუკების ფუნქციებზე წვდომას. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის პარაგრაფი “a“ (თანხმობა).
Google Maps-ის ფუნქციების გამოსაყენებლად საჭიროა თქვენი IP-მისამართის შენახვა. ვებ-გვერდზე შესვლისას Google იღებს ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამისი ჩანართი-გვერდის გახსნის შესახებ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა გახსნილი Google-ში მომხმარებლის ის ექაუნთი, რომლიდანაც შეხვედით სისტემაში. თუ სისტემაში Google-დან შეხვედით, მონაცემები უშუალოდ დაკავშირებული იქნება თქვენს ექაუნთთან. თუ არ გსურთ, რომ მონაცემები დაკავშირებული იყოს თქვენს Google-პროფილთან, სისტემიდან გასვლა უნდა განახორციელოთ ღილაკის აქტივაციამდე. Google ინახავს თქვენს მონაცემებს მომხმარებლის პროფილის სახით და იყენებს მათ სარეკლამო მიზნით, ბაზრის კვლევის ჩასატარებლად და/ან ვებ-გვერდის შემუშავებისთვის მოთხოვნების გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მომხმარებლის ასეთი პროფილის შექმნაზე; ამისათვის, თქვენი უარი უშუალოდ Google-ს უნდა გაუგზავნოთ.
Google-ის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზნების და ამ მონაცემთა მოცულობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროვაიდერის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში . ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ასევე თქვენი კონფიდეციალურობის დაცვის პარამეტრები, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://policies.google.com/privacy?hl=en.
ზოგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები დასამუშავებლად გადაცემული იქნება აშშ-ში მდებარე სერვერებზე. ზოგადად, აშშ-ში მონაცემთა გადასაცემად საჭიროა სათანადო დონის დაცვა. ვინაიდან მითითებული სოციალური მედია-პლატფორმების სათაო ოფისები აშშ-ში მდებარეობს და სერტიფიცირებულია DPF-ის შესაბამისად (დეტალურად აღწერილია პარაგრაფში “პერსონალური მონაცემების მიმღები პირები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში“), შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გარანტირებულია GDPR-ის შესაბამისი მონაცემთა დაცვის დონე. თქვენი თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს რაიმე დანაკარგისა და მომავალზე გავლენის გარეშე. ამისათვის, შეცვალეთ თქვენი cookie-პარამეტრები.
პერსონალურ მონაცემთა მიმღები პირები; მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში
გვერდითი მოქმედება/ არასასურველი მოვლენები
თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტზე არასასურველი რეაქციების შესაძლო შემთხვევების შესახებ, კანონი გვავალდებულებს დოკუმენტურად შევადგინოთ და გადავცეთ შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, სახელისუფლებო ორგანოებს მსოფლიო მასშტაბით, და დავუკავშირდეთ განმცხადებლებს, თუ ეს საჭიროა შემდგომი შეფასებისთვის.
უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა
ჩვენი უფლებების განხორციელების ან ჩვენი და მესამე მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით შეგვიძლია გადავცეთ მონაცემები უფლების მფლობელებს, კონსულტანტებსა და სახელმწიფო ორგანოებს.
მონაცემთა დამუშავების მომსახურების გარე პროვაიდერები:
ჩვენ მივმართავთ მომსახურების პროვაიდერებს, რომლებიც ხელს გვიწყობენ ჩვენი მომსახურების შესრულებაში. აღნიშნული მომსახურების პროვაიდერები ახორციელებენ თქვენი მონაცემების დამუშავებას ჩვენი სახელით, ჩვენი მითითებების შესაბამისად და ჩვენი კონტროლის ქვეშ, მხოლოდ მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. მომსახურების პროვაიდერები შეიძლება იმყოფებოდნენ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივმართავთ ყველა საჭირო ზომას თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემების სათანადოდ დასაცავად მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებთ ევროკავშირის სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს მონაცემთა დაცვის იურიდიულად სათანადო დონის უზრუნველსაყოფად. თუ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მონაცემთა დაცვის სათანადო დონის შესახებ შესაბამისი მესამე მხარისთვის (იხ. GDPR-ის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), მონაცემთა გადაცემისთვის რაიმე დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის. ევროპულმა კომისიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მონაცემთა დაცვის სათანადო დონის შესახებ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოქმედი მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ ჩარჩო პროგრამისთვის (DPF). DPF არის ჩარჩო შეთანხმება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას მონაცემთა ტრანსატლანტიკური გადაცემისას. სერტიფიცირებულ კომპანიებს შეუძლიათ მონაცემების გადაცემა აშშ-ში. კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ [აქ] .
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ზომებს ტექნიკური და ორგანიზაციური თვალსაზრისით თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად არასათანადო გამოყენებისგან, დაკარგვისგან, განადგურებისგან ან უცხო პირთა მხრიდან მათზე წვდომის მოპოვებისგან. ჩვენი უსაფრთხოების ზომები შეესაბამება თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს.
თქვენი უფლებები და საკონტაქტო ინფორმაცია
ზოგადი უფლებები
მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენთვის, როგორც მონაცემთა სუბიექტისთვის, მინიჭებული სხვადასხვა უფლებების შესახებ (GDPR მე-4 მუხლის პირველი პუნქტის №1). თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ GDPR-ის მე-15-21 მუხლებში.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტს მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებში. მისი საკონტაქტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.
ინფორმაციაზე წვდომის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული და დამუშავებული თქვენი პირადი მონაცემების შესახებ. ეს ითვალისწინებს ინფორმაციას ასეთი მონაცემების გამოყენების მიზნებისა და მათი შენახვის ვადების შესახებ, ასევე ინფორმაციას იმ მიმღები პირებისა თუ მათი კატეგორიების შესახებ, რომლებსაც გადაეცემათ ეს მონაცემები. გარდა ამისა, უფლება გაქვთ მიიღოთ პერსონალურ მონაცემთა ასლი დამუშვების პროცესში.
მონაცემთა შესწორების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ შეიტანოთ შესწორება პერსონალურ მონაცემებში, რომლებიც არ ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, უფლება გაქვთ შეავსოთ არასრული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ. თქვენს პერსონალურ მონაცემებში შეტანილ ცვლილებებს გადავცემთ მესამე პირებს, თუ ეს კანონით მოითხოვება.
წაშლის უფლება („დავიწყების უფლება“)
უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენგან თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:
- თქვენი პირადი მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებთან დაკავშირებით, რისთვისაც იყო შეგროვებული ან სხვაგვარად დამუშავებული, ასევე მიზნის მიღწევის შემთხვევაში;
- თქვენ გამოითხოვეთ თქვენი თანხმობა და დამუშავებისთვის სხვა კანონიერი საფუძველი არ არსებობს;
- თქვენ უარი თქვით დამუშავებაზე და არ გაქვთ დამუშავების სარწმუნო ლეგიტიმური საფუძველი; თუ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, თქვენი უარი საკმარისია დამუშავების შეწყვეტისთვის;
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდა უკანონოდ;
- თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს იურიდიული ვალდებულების შესრულების მიზნით კავშირის ან იმ წევრი-სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ვექვემდებარებით;
გასათვალისწინებელია, რომ წაშლის უფლება შეიძლება შეზღუდული იყოს კანონით. სამართლებრივი შეზღუდვები გათვალისწინებულია, კერძოდ GDPR-ის მე-17 (3) მუხლით.
დამუშავების შეზღუდვის უფლება
უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენგან დამუშავების შეზღუდვა ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:
- თქვენ ასაჩივრებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სისწორეს, იმ დროის განმავლობაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევამოწმოთ პერსონალური მონაცემების სიზუსტე;
- დამუშავება მიმდინარეობს უკანონოდ და თქვენ არ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების წაშლას და მოითხოვთ მათი გამოყენების შეზღუდვას;
- ჩვენთვის აღარაა საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუმცა თქვენთვის პერსონალური მონაცემები საჭიროა კანონიერი მოთხოვნების დასადგენად, განსახორციელებლად და დასაცავად, ან
- თქვენ უარი თქვით დამუშავებაზე, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული სარწმუნო კანონიერი საფუძვლების არსებობა.
ზემოაღნიშნული საფუძვლებით შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ დამუშავების შეზღუდვის გაუქმებამდე.
თანხმობის გაუქმება
თქვენი თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომავალში რაიმე გავლენის გარეშე. სავალდებულო არ არის, რომ თქვენი შეტყობინება გაუქმების შესახებ შეესაბამებოდეს რაიმე ფორმალურ მოთხოვნებს. შეგიძლიათ მარტივად გააგზავნოთ არაოფიციალური შეტყობინება ზემოთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. ეს ასევე, ეხება GDPR-ის ძალაში შესვლამდე (2018 წლის 25 მაისამდე) გაცემულ თანხმობებს. თანხმობის გაუქმება არ ახდენს გავლენას მის გაუქმებამდე მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.
მონაცემთა გადეცმის უფლება
თქვენთან დაკავშირებული და თქვენ მიერ მიწოდებული პრსონალური მონაცემები შეგიძლიათ მიიღოთ სტრუქტურირებულ, ზოგად და მანქანის მიერ წაკითხვად ფორმატში, ასევე შეგიძლიათ გადასცეთ ეს მონაცემები მესამე პირებს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია და შეზღუდვები შეგიძლიათ იხილოთ GDPR-ის მე-20 მუხლში. მონაცემთა გადაცემაზე თქვენი უფლების განხორციელება არ ახდენს რაიმე გავლენას თქვენს უფლებაზე მონაცემთა წაშლასთან დაკავშირებით.
მაკონტროლებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ შეიტანოთ საჩივარი კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოში, კერძოდ კი ევროკავშირის იმ წევრი-სახელმწიფოს მაკონტროლებელ ორგანოში, სადაც ცხოვრობთ, მუშაობთ ან ადგილი ჰქონდა მონაცემთა დაცვის სავარაუდო დარღვევას, თუ თვლით, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებით ირღევა მოქმედი კანონმდებლობა მონაცემთა დაცვის შესახებ.
უარის თქმის უფლება
GDPR-ის 21-ე მუხლის შესაბამისად უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, თუ დამუშავება ხდება GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის “f“ პარაგრაფის შესაბამისად. უარის თქმის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შეწყდება, შემდეგი შემთხვევების გარდა:
• ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ ინფორმაციის დამუშავების სარწმუნო კანონიერი საფუძვლები, რომლებიც უგულვებელყოფს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, ან
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა იურიდიული პრეტენზიების დასადგენად, განსახორციელებლად ან დაცვისთვის.
პირველ რიგში, უფლება გაქვთ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, თუ თქვენი მონაცემები გამოიყენება ამ მიზნით. თუ უარს აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, ჩვენი მხრიდან ამ მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შეწყდება.
2024 წლის სექტემბერი