გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.
მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ
გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.
ამისათვის მხოლოდ 2 წუთია საჭირო
ცხოვრების წესის შეცვლისკენ მიმართული ღონისძიებები და ფიზიკური აქტივობა
ცხოვრების წესის შეცვლისკენ მიმართული ღონისძიებები და ფიზიკური აქტივობა
დიაბეტის პროფილაქტიკის პროგრამამ (DPP) გვიჩვენა, რომ 3 წლის მანძილზე ცხოვრების წესის შეცვლით შესაძლებელია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (ტ2შდ) განვითარების რისკის 58%-ით შემცირება
დიაბეტის პროფილაქტიკის პროგრამამ (DPP) გვიჩვენა, რომ 3 წლის მანძილზე ცხოვრების წესის შეცვლით შესაძლებელია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (ტ2შდ) განვითარების რისკის 58%-ით შემცირება
ამ პროგრამის შედეგები სტიმულს იძლევა, რომ ყველა პირისთვის, ვისაც გამოუვლინდება ტ2შდ-ის განვითარების მაღალი რისკი, დაინერგოს DPP-ის მსგავსი პროგრამები, რომლებშიც დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ აქტივობას.
აერობული ვარჯიშები (მაგ., ფეხით სეირნობა, ძუნძული, ველოსიპედით სიარული) – გამოცდილი და უსაფრთხო ვარჯიშის ტიპია, რომელიც გვეხმარება ტ2შდ-ის პრევენციასა და მართვაში. პრედიაბეტის დროს ენერგიული ნაბიჯით სიარული, სულ ცოტა, 150 წთ/კვირაში დადებით ეფექტს გვაძლევს.
საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ამცირებს აბდომინური (მუცლის) ცხიმის მასას როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში.
აერობული ვარჯიშების გარდა დიაბეტის პრევენციის პროგრამაში შესაძლებელია ძალისმიერი ვარჯიშების ჩართვა. ამ ტიპის ვარჯიშები მოიცავს სიმძიმეების აწევას, ვარჯიშებს ტრენაჟორებზე და ელასტიური (რეზისტენტული) სარტყლების გამოყენებით.
უარი თქვით უმოძრაო ცხოვრების წესზე.
დიდხანს ნუ იქნებით უმოძრაოდ ერთ ადგილას. პერიოდული გასეირნება ზომიერად ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს საკვების მიღების შემდეგ (პოსტპრანდიული ჰიპერგლიკემია).
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციები
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეკომენდებულია დღეში 60 წთ ზომიერი ან მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა (კუნთების გაჭიმვა, ძვლების გასამაგრებელი ვარჯიშები) მინიმუმ 3-ჯერ კვირაში.
ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრულთა უმეტესობისთვის რეკომენდებულია კვირაში 150 წთ ან მეტი ზომიერიდან მაღალინტენსიურამდე აერობული ვარჯიში, გადანაწილებული 3 დღეზე. ვარჯიშის დღეებს შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. უფრო ახალგაზრდა ასაკის და ფიზიკურად მეტად მომზადებული პირებისთვის დასაშვებია შედარებით ხანმოკლე (მინ. 75 წთ/კვირაში), მაღალი ინტენსივობის დატვირთვა ან წყვეტილი ვარჯიში (ე.წ. ინტერვალ-ტრენინგი, როცა მაღალი ინტენსივობის ხანმოკლე პერიოდი ჩანაცვლებულია უფრო მსუბუქი დატვირთვით).
ზრდასრულთა ასაკის ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებისთვის მიზანშეწონილია ძალისმიერი ვარჯიშები დღეგამოშვებით, კვირაში 2-3 ჯერ.
ყველა ზრდასრულმა, განსაკუთრებით, ტ2შდ-ის მქონე პაციენტებმა, უნდა შეამცირონ უმოძრაობის დრო (მაგიდასთან, კომპიუტერთან). 30 წუთში ერთხელ აუცილებელია ფეხზე ადგომა და ხანმოკლე აქტივობა, რაც ხელს უწყობს გლუკოზის დონის ნორმალიზებას და მის შენარჩუნებას.
ხანდაზმული ასაკის ტ2შდ-ის მქონე პირებისთვის კვირაში 2-3 ჯერ რეკომენდებულია კუნთების ელასტიურობის და წონასწორობის შემანარჩუნებელი ვარჯიშები. სურვილის მიხედვით, პაციენტმა შეიძლება შეარჩიოს ტაი ჩი, იოგა და სხვა, რაც საშუალებას მისცემს, გაზარდოს კუნთის ელასტიურობა, კუნთის ძალა და წონასწორობა.
ზრდასრულმა ტ2შდ-ს მქონე ადამიანმა ალკოჰოლი უნდა მიიღოს ზომიერად (არაუმეტეს 1 ულუფისა დღეში/ ქალებისთვის და 2 ულუფისა -/მამაკაცებისთვის)
ყველა პაციენტს უნდა ვურჩიოთ, არ მოწიოს სიგარეტი, თამბაქოს სხვა ნაწარმი და ელექტრონული სიგარეტი. თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების კონსულტაციები და თამბაქოს საწინააღმდეგო მკურნალობის სხვა მეთოდები დიაბეტის მართვის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
ყველა პაციენტს უნდა ვურჩიოთ, არ მოწიოს სიგარეტი, თამბაქოს სხვა ნაწარმი და ელექტრონული სიგარეტი. თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების კონსულტაციები და თამბაქოს საწინააღმდეგო მკურნალობის სხვა მეთოდები დიაბეტის მართვის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
ყოველთვის აცნობეთ მკურნალ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
ყოველთვის აცნობეთ მკურნალ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ
GE_DIA-04-2023_V1_WEB