გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.
მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ
გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.
ამისათვის მხოლოდ 2 წუთია საჭირო
წონის კლების
თერაპია
არსებობს მყარი და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ წონის ზომიერი კლება აფერხებს პრედიაბეტის პროგრესირებას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისკენ და ხელს უწყობს ტ2შდ-ის მართვას.
არსებობს მყარი და თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ წონის ზომიერი კლება აფერხებს პრედიაბეტის პროგრესირებას ტ2შდ-სკენ და ხელს უწყობს ტ2შდ-ის მართვას.
პრედიაბეტის დროს ტ2შდ-ისკენ პროგრესირების თავიდან ასაცილებლად წონის სამიზნე კლებაა 7-10%.
აღსანიშნავია, რომ წონის კლების კლინიკური სარგებელი ზრდადია – რაც უფრო ინტენსიურია კლება (15%), მით მეტად ეთანადება მაქსიმალური სარგებლის მიღებას და დამოკიდებულია საჭიროებაზე, მიზანშეწონილობასა და უსაფრთხოებაზე.
წონის დაკლება და მიღწეულის შენარჩუნება რთულია, თუმცა, გრძელვადიანი სარგებელი აქვს; დაკლებული წონის შენარჩუნება 5 წლის მანძილზე კავშირშია გლიკემიის კონტროლისა (A1C-ის დონე) და ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებასთან.
ტ2შდ-ის მქონე პირებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანმოკლე პერიოდით (1-2 წ. განმავლობაში) წონის კლებისთვის უსაფრთხოდ და ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ კვების სხვადასხვა მოდელი/გეგმა. მათ შორის, ხმელთაშუა ზღვის, დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა, დაბალკალორიული დიეტა პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებით და ა.შ.
გარდა ამისა, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების ხარისხი და მისი შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უხეშად დაფქულ მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილეულს, ხილს და ბოსტნეულს. რაციონში უნდა შემცირდეს რაფინირებული და ქარხნული წესით დამზადებული საკვები პროდუქტების წილი.
გარდა ამისა, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების ხარისხი და მისი შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უხეშად დაფქულ მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილეულს, ხილს და ბოსტნეულს. რაციონში უნდა შემცირდეს რაფინირებული და ქარხნული წესით დამზადებული საკვები პროდუქტების წილი
ნახშირწყლები
ტ2შდ-ის და პრედიაბეტის მქონე პირებში დაბალნახშირწყლოვანი კვება საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ გლიკემიის კონტროლი და ლიპიდური პროფილი 1 წლამდეც კი.
ცილა
ტ2შდ-ის ფონზე ცილების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან გაზარდოს გლუკოზაზე ინსულინის საპასუხო რეაქცია.
ცხიმები
ცხიმის ტიპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რაოდენობა – რეკომენდებულია ნაჯერი ცხიმების პროცენტული წილის შემცირება საერთო დღიურ კალორაჟში. ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია პოლი- და მონოუჯერი ცხიმებით, ეფექტურად აუმჯობესებს როგორც გლიკემიას, ისე ლიპიდების დონეს
რა შეიძლება ვჭამო?
ინდივიდუალურად შერჩეული კვების რეკომენდაციები როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2 დიაბეტის, პრედიაბეტის და გესტაციური დიაბეტის მქონე პირებმა უნდა მიიღონ სერტიფიცირებული სპეციალისტისგან (ვისაც გამოცდილება აქვს დიაბეტის მართვის საკითხებში).
რა შეიძლება ვჭამო?
ინდივიდუალურად შერჩეული კვების რეკომენდაციები როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2 დიაბეტის, პრედიაბეტის და გესტაციური დიაბეტის მქონე პირებმა უნდა მიიღონ სერტიფიცირებული სპეციალისტისგან (ვისაც გამოცდილება აქვს დიაბეტის მართვის საკითხებში).
ყოველთვის აცნობეთ მკურნალ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ
ყოველთვის აცნობეთ მკურნალ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ
GE_DIA-04-2023_V1_WEB