Diabetes Type 2 Risk Tool

გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.

 მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ

Diabetes Type 2 Risk Tool

გამოიყენეთ დიაბეტის რისკის შესაფასებელი ტესტი.

ამისათვის მხოლოდ 2 წუთია საჭირო

რა არის
დიაბეტი?

შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს მეტაბოლური დაავადებების ჯგუფს, რომელთაც  ახასიათებს   ინსულინის სეკრეციის ან ინსულინის მოქმედების  დარღვევით, ან ორივეთი ერთად განპირობებული ჰიპერგლიკემია.

სხვადასხვა გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს პანკრეასის ß- უჯრედების მასის და / ან ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითება, რაც კლინიკურად სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით გამოიხატება.

ქრონიკულად მაღალ შაქარს დიაბეტის დროს უკავშირდება სხვადასხვა ორგანოს, განსაკუთრებით თვალების, თირკმელების, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების თანდათანობითი დაზიანება, ფუნქციის დაქვეითება და უკმარისობა.

შაქრიანი დიაბეტის  ძირითადი ტიპები:

Diabetes Type 1 Chartტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ვითარდება პანკრეასის ß- უჯრედების აუტოიმუნური განადგურების გამო, რაც, ჩვეულებრივ, იწვევს ინსულინის სრულ დეფიციტს). ამ ტიპის დიაბეტი საერთო რაოდენობის მხოლოდ 5-10 %-ს აღენიშნება.   ტიპი 1 დიაბეტის განვითარების რისკის მქონე პირთა გამოვლენა შესაძლებელია პანკრეასის კუნძულებზე აუტოიმუნური პათოლოგიური პროცესის სეროლოგიური მტკიცებულებებით და გენეტიკური მარკერებით.

Diabetes Type 2 Chartტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი   (პანკრეასის ß – უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფის უნარის პროგრესირებადი გაუარესებით – ხშირად ინსულინრეზისტენტობის ნიადაგზე). დიაბეტის ეს ტიპი გავრცელების მიხედვით  90-95%-ს შეადგენს.   მისი განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს. მართალია,  კონკრეტული ეტიოლოგია უცნობია, მაგრამ ის ვიცით, რომ ß-უჯრედების აუტოიმუნური განადგურება არ ხდება. ამ ტიპის დიაბეტის მქონე პირთა უმეტესობას აქვს სიმსუქნე  და თავად სიმსუქნე გარკვეული ხარისხით იწვევს  ინსულინრეზისტენტობას.

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი (ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში გამოვლენილი დიაბეტი; ორსულობამდე ამ ქალებში დიაბეტის დიაგნოზი დასმული არ იყო).

სხვადასხვა მიზეზებით გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის სპეციფიკური ტიპები, მაგ., მონოგენური დიაბეტის სინდრომები (როგორიცაა ახალშობილთა დიაბეტი და მოწიფულთა დიაბეტი ყმაწვილებში/MODY), პანკრეასის ეგზოკრინული დაავადებები (როგორიცაა კისტოზური ფიბროზი და პანკრეატიტი), მედიკამენტებით ან ქიმიკატებით გამოწვეული დიაბეტი (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების, აივ / შიდსის სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ).

ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული რამდენიმე რისკის ფაქტორი:

* გლუკოზისადმი ტოლერანტობის  დარღვევა (IGT) არის მდგომარეობა, როდესაც სისხლის გლუკოზა ნორმაზე მეტია (>100 მგ/დლ), თუმცა, არა იმდენად, რომ დაისვას  დიაბეტის დიაგნოზი (<126მგ/დლ).

GE_DIA-04-2023_V1_WEB